home emailEN
ჩვენ შესახებ

დაარსდა 2005 წელს

მისია

  • სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესება
  • პაციენტზე ორიენტირებული მედიცინის განვითარების ხელშეწყობა

საქმიანობა

  • პოსტდიპლომური განათლება
  • ექიმების და ჯანდაცვის ორგანიზატორების ტრენინგები
  • სამედიცინო შეცდომების გამოვლენა და ანონიმური, არასადამსჯელო ფორმით მათზე სწავლის კულტურის ზრდის ხელშეწყობა
  • საკანონმდებლო ინიციატივები
  • მთარგმნელობითი და საგამომცემლო აქტივობა
  • კვლევები.

განხორციელებული და მიმდინარე პროექტები

  • პაციენტთა უსაფრთხოების ინგლისურ-ქართული ლექსიკონის გამოცემა
  • ინფექციური კონტროლის გაიდლაინის შექმნა
  • პერიოპერატიული ანტიბიოტიკური უსაფრთხოების გაიდლაინის შექმნა
  • ხელის ჰიგიენის გაიდლაინის შექმნა
  • მედიკამენტური უსაფრთხოების ტელე- და რადიო-სიუჟეტების შექმნა
  • პაციენტის სამახსოვროს შექმნა და გამოცემა
  • დასახელებით მსგავსი მედიკამენტების რეესტრის შექმნა და გამოცემა
  • მედიკამენტური უსაფრთხოების საერთაშორისო რეკომენდაციების მიმოხილვა და გამოცემა
  • მედიკამენტური მკურნალობის უსაფრთხოება ორსულობის და ლაქტაციის დროს - სახელმძღვანელოს შექმნა და გამოცემა
  • შაკიკის მართვის და უსაფრთხო მკურნალობის სახელმძღვანელოს შექმნა
  • "აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის პაციენტთა უსაფრთხოების საერთაშორისო ინიციატივის" (18 ქვეყანა) დაფუძნება, ერთობლივი დოკუმენტების მომზადება და რეგიონული კონფერენციების ორგანიზება
  • პაციენტთა და მედიკამენტური უსაფრთხოების მულტიმედიური მასალების შექმნა
  • "სამხრეთ კავკასიის ქვეყნები პაციენტთა უსაფრთხოებისათვის" - პირველი კონფერენცია, თბილისი, 3-5ოქტომბერი, 2008 - კონფერენციის ორგანიზება
  • პაციენტთა უსაფრთხოების საერთაშორისო გადაწყვეტილებების ექსპერტიზა, რედაქცია და გამოცემა
  • პაციენტთა უსაფრთხოების კანონპროექტის შემუშავება (შემუშავებულია კანონპროექტი, გამოცემულია კონცეპცია-2010, მიმდინარეობს კანონპროექტის საზოგადოებრივი განხილვა)
  • ტკივილის მართვის კონფერენციები, ლექცია-სემინარები და ტრენინგები. თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში (მიმდინარე პროექტი).

კვლევები

  • მედიკამენტების მომხმარებლის პასუხისმგებლობის კვლევა სააფთიაქო დაწესებულებებში
  • მაღალი კონცენტრაციის ელექტროლიტური ხსნარების ფარმაცევტული ფორმების მიმოქცევა საქართველოში და გამოყენების უსაფრთხოება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში
  • საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე მიმოქცევაში არსებული დასახელებით მსგავსი მედიკამენტების კვლევა და რეესტრის შექმნა
  • პაციენტთა უსაფრთხოების კულტურის კვლევა სამედიცინო დაწესებულებებში
  • ტკივილის მართვის კულტურის კვლევა სამედიცინო დაწესებულებებში
  • მედიკამენტური მკურნალობის უსაფრთხოება ორსულობის და ლაქტაციის დროს

ჯილდო

ჯანდაცვის ერგონომიკის და პაციენტთა უსაფრთხოების საერთაშორისო კონგრესის პირველი ხარისხის სიგელი (მეორე საერთაშორისო კონფერენცია, სტრასბურგი, 25-27 ივნისი, 2008)

წევრობა

პაციენტთა ორგანიზაციების საერთაშორისო ალიანსი (IAPO) - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის "პაციენტები პაციენტთა უსაფრთხოებისათვის (PfPS)" კოლაბორაციული ორგანიზაცია